ბაქოში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

18 ნოემბერს ბაქოში, აზერბაიჯანულ ეროვნული ხელოვნების მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით – „სიყვარულით საქართველოდან“ გაიხსნება.
საინფორმაციო სააგენტო „1NEWS.AZ“-ის ინფორმაციით, ექსპოზიცია 62 მხატვრის 130 ნამუშევრისგან შედგება. ღონისძიება აზერბაიჯანის კუტურისა და ტურიზმის მინისტრის მირზი ფათალი ახუნდოვას ინიციატივით ხორციელდება. გამოფენის გახსნას კი მასთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართველი მხატვრები დაესწრებიან. გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები