პუტინი ევროპას და აშშ-ს ახალი “ცივი ომის” ორგანიზებაში ადანაშაულებს

ვლადიმერ პუტინი ყირიმის რუსეთთან მიერთების საკითხზე დასავლეთის რეაქციას არაადექვატურს უწოდებს, ევროპას და აშშ-ს კი ახალი ცივი ომის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ეს განცხადებები რუსეთის პრეიდენტმა გერმანულ ტელეკომპანია „ARD“-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. „როდესაც ვისმენთ პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, ჩემში ეს არაფერს, გარდა გაკვირვებისა არ იწვევს“, – განაცხადა პუტინმა. მან კოსოვოს აღიარების პრეცედენტი გაიხსენა, როდესაც დასავლეთისთვის ამ გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი ამ ტერიტორიის მოსახლეობის თვითჩამოყალიბება გახდა. „ცენტრალური ხელისუფლების, ქვეყნის მთავრობის ნებართვა თვითჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩასატარებლად არ არის საჭირო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ყირიმში ანალოგიური პროცედურები იყო ჩატარებული. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთს არანაირად არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი“, – აღნიშნა პუტინმა. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა შეახსენა საზოგადოებას, რომ „თუ კოსოვომ დამოუკიდებლობის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად განაცხადა, ყირიმში დამოუკიდებლობას ხმა ნახევარკუნძულის მოსახლეობამ მისცა“.
ვლადიმერ პუტინიმა აღნისნა, რომ მოსკოვს არასდროს არ დაუმალავს რუსეთის არმიის როლი ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხში. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, პირდაპირ ვთქვათ, ყირიმში დაბინავებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკირება მოახდინეს, თუმცა იმისთვის არა, რომ ვინმესთვის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მიღება აეძულებინა, – ამის გაკეთება შეუძლებელია. მან ეს იმისთვის გააკეთა, რომ სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან; იმისთვის, რომ ხალხისთვის საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცა იმის მიმართ, თუ როგორ უნდათ მათი და მათი შვილების მომავლის განსაზღვრა“, – აღნიშნა პუტინმა. ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა დასავლეთს იმ ქმედებებზე დააკისრა პასუხისმგებლობა, რომლებმაც, პუტინის თქმით, ცივი ომის დროს გვახსენებს. „2001 წლის შემდეგ ნატოს გაფართოების 2 ტალღა იყო. ეს გეოპოლიტიკურ სივრცეს საგრძნობლად ცვლის. გარდა ამისა, ბაზების რაოდენობა იზრდება. რუსეტის ბაზები ხომ არაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში? არა, ეს ხომ ნატოს ბაზები, ამერიკული ბაზებია მთელ მსოფლიოში განლაგებული, მათ შორის ჩვენი საზღვრების მახლობლად, და მათი რაიოდენობა იზრდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის მოსაზრებით, ეკონომიკაშიც ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. „ჩვენ საერთო სივრცის შექმნის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, რეალურად კი ახალ გამყოფ ხაზებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა პუტინმა ევროკავშირის და უკრაინის შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ საუბრისას. ყველა ამ განცხადების ფონზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსაზრებით, რუსეთსა და ევროპას ურთიერთობების განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები