ჩეხეთში და სლოვაკეთში ხავერდოვანი რევოლუციის 25 წლისთავს აღნიშნავენ
ჩეხეთი და სლოვაკეთი ხავერდოვანი რევოლუციის 25 წლისთავის აღნიშვნას იწყებენ. უმსხვილესი სტუდენტური დემონსტრაციით ზუსტად 25 წლის წინ – 1989 წლის 17 ნოემბერს დაიწყო ხავერდოვანი რევოლუცია – კომუნიზმის დაცემა და ქვეყნის გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე.
სტუდენტის საერთაშორისო დღეს ორგანიზებული მშვიდობიანი პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.
ერთი თვის შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში 41 წლის მანძილზე პირველი არაკომუნისტური მთავრობა შეიქმნა. 1989 წლის 29 დეკემბერს კი ვაცლავ ჰაველი, პარლამენტარების ხმის მიცემის შედეგად, ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
1993 წელს ჩეხეთმა და სლოვაკეთმა ეგრეთ წოდებული „ხავერდოვანი გაყრა“ განიცადეს და ორ სხვადასახვა სახელმწიფოდ გადაიქცნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ წლის გამოკითხვების შედეგად, ჩეხების 16 პროცენტზე მეტი კომუნიზმში დაბრუნებაზე ოცნებობს.