სანტა-კლაუსის აფრო-ამერიკელი თანაშემწის გამო ჰოლანდიაში არეულობა მოხდა
ჰოლანდიის ქალაქ გაუდში მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში ასზე მეტი ადამიანი მოხვდა. არეულობის მიზეზი ჰოლანდიური საახალწლო ტრადიცია გახდა, რომლის თანახმადაც, სანტა-კლაუსის ერთგულ თანაშემწედ „შავი პიტი“ ითვლება.
ამ წელს ჰოლანდიელების ნაწილმა „შავი პიტის“ პერსონაში რასიზმის ნიშნები დაინახა და საკანონმდებლო დონეზე მის აკრძალვას მოითხოვენ. აქტივისტები დღესასწაულის მონაწილეებს დაესხნენ თავს, რასაც გაუდის ქუჩებში ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა. ხალხის დიდი რაოდენობის გამო პოლიციამ წესრიგის მალე დამყარება ვერ მოახერხა.