სომალის დედაქალაქში ტერაქტები გრძელდება

სომალში ტერაქტების სერია გაგრძელდა. აფეთქებას ისევ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში იყო. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მოგადიშოს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდგომ ავტომობილზე იყო მიმაგრებული.
შეგახსენებთ, რომ სომალში ტერაქტი გუშინაც მოხდა, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო დღეების ყველაზე სისხლიანი ტერაქტი მოგადიშოში 13 ნოემბერს იყო, რომელსაც Associated Press-ის ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სომალურმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები