“თუკი პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინის დესტაბილიზებას, ამას სანქციები, დამატებითი ზომები მოჰყვება“
თუკი პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინის დესტაბილიზებას, ამას სანქციები, დამატებითი ზომები მოჰყვება -“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქემერონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ მდებარეობს გზაჯვარედინზე უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
“თუკი პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინის დესტაბილიზებას, ამას სანქციები, დამატებითი ზომები მოჰყვება, იქნება სრულიად სხვა ურთიერთობა ერთი მხრივ ევროპასა და ამერიკას და მეორეს მხრივ, რუსეთს შორის. მან ისიც იცის, რომ არსებობს სხვა გზაც, რომელსაც ის შეიძლებოდა, რომ დადგომოდა. მას შეეძლო ეღიარებინა, როგორც ამის შესახებ თავად მითხრა, რომ უკრაინა ერთიანი პოლიტიკური სივრცეა და ეს პოლიტიკური სივრცე მოითხოვს პატივისცემას და უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი მომავლის შესახებ”, – აღნიშნა ქემერონმა.