დონეცკსა და ლუგანსკში სკოლებსა და საავადმყოფოებს დაფინანსება შეუწყდებათ

  უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირება შეწყდება.
პოროშენკოს განკარგულების თანახმად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სკოლებსა და საავადმყოფოებს დაფინანსება შეუწყდებათ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსტიტუტები და კომპანიები სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში ფუნქციონირებას მომავალ კვირაში შეწყვეტენ.
პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი შეცდომა უწოდა.
პარალელურად ცნობილიგახდა , რომ უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში რუსეთიდან მორიგი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები