სარიშვილი ალასანიას: იკაკო! საყვარელო! ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?

  პარტია “იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ მთავრობის მისამართით გაკეთებულ განცხადებებში მუქარის ნიშნებს ხედავს. ამასთან დაკავშირებით სარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“რამდენიმე დღეა, აქ ტრიალებს ირაკლი ალასანიას განცხადება, სადაც ის მთავრობას ემუქრება, თუ შეთანხმებას არ შეასრულებთ, ყველაფერს ვიტყვიო! აი, რასაც ვერ ვიტან რა! ვერც საქმეში და ვერც პირად ცხოვრებაში! აი ეს ფრაზები: “ყველაფერი არ მათქმევინო”, “ეხლა პირი არ დამაღებინო”, “მე ჯერ ყველაფერს არ ვამბობ”, “წესიერად თორე გავაღე პირი” და ა. შ. ამას იურიდიულ ენაზე ალბათ შანტაჟი ქვია, ქართულ ხალხურად კი ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ბოზ…რია (ბოდიში სლენგისთვის)! ხოდა, იკაკო! საყვარელო! ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ? სტატუსი ცნობისმოყვარეა“, – წერს ირინა სარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები