ობამა მზადაა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას, თუ მოსკოვი უკრაინისადმი პოზიციას შეიცვლის

   თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში პოზიციას შეცვლის, ვიქნები პირველი, ვინც სანქციების მოხსნას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავსტრალიაში, “დიდი ოცეულის” სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარ პოზიციებს შეცვლის, მე ვიქნები პირველი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მხარს დაუჭერს”, – აღნიშნა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი რუსეთის შემდგომი იზოლაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა მისივე განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სრულად მუშაობს და მიმდინარეობს იმ მექანიზმის შესწავალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ზეწოლის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები