აშშ-მ უკრაინის ხელისუფლების 20 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

   აშშ-მ უკრაინის ხელისუფლების 20 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 20 უკრაინელ მაღალჩინოსანს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ისინი ასევე ვეღარ მიიღებენ აშშ-ის ვიზებს. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ უკრაინაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდება. ოფიციალური ინფორმაციით, კიევში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები