“Art Georgia Tbilisi”–ის საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალის დახურვა

“Art Georgia Tbilisi“–ის ორგანიზებით 6-14 ნოემბერამდე თბილისში საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში თბილისმა როგორც ქართველ, ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის ხელოვნების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მედიასთან შემაჯამებელი შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
შეხვედრა გაიმართა ფესტივალის ორგანოზატორთან სოფო ჭყონიასთან და ფესტივალის მონაწილეებთან: თენგიზ სეფიაშვილთან, ნინო სეფიაშვილთან, მერაბ გუგუნაშვილთან, სოფო გონგლიაშვილთან, ლაშა მდინარაძესთან, დათო მაჭავარიანთ (კაკადუ), ლაშა დევდარიანთ, ირინა გაჩეჩილაძესთან, გიორგი მჟავანაძესთან, სიმონ მაჩაბელთან.. ფესტივალის დახურვასთან დაკავშირებით თბილისს ფრანგი დიზაინერი Herve Leger ესტუმრა. ფესტივალმა ბოლო დღეს სწორედ მას უმასპინძლა, პროექტის მონაწილეებმა მას საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს, მისგან კი რჩევები მიიღეს.
ხელოვანებს საშუალება ჰქონდათ თბილისის არაორდინალურ ადგილებში თავიანთი ნამუშევრები წარედგინათ და საზოგადოებისთვის და უცხოელი კრიტიკოსებისთვის გაეცნოთ. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს: თენგიზ სეფიაშვილმა, ნინო სეფიაშვილმა, მერაბ გუგუნაშვილმა, სოფო გონგლიაშვილმა, დავით სულიკაშვილმა, ლაშა მდინარაძემ, დათო მაჭავარიანმა, ვიკა გაზინსკაიამ, ლაშა დევდარიანმა,სიმონ მაჩაბელმა, ირინა გაჩეჩილაძემ, გიორგი მჟავანაძემ “MODAOMI“, დინა ოგანოვამ, DONANOFF-მა და იტალიელმა დიზაინერმა BENEDETTA BRUZICCHES-ემ.
ფესტივალს ესწრებოდნენ უცხოური მედიისა და კინომატოგრაფიის ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: The Daily Telegraph-ის ხელმძღვანელი – ჰილარი ალექსანდერი; ბრიტანეთის მოდის კინომატოგრაფიის დირექტორი-მერი შულერი. პროდიუსერი და რეჟისორი კატრინ ფერგუსონი. მისი ფილმები მოხვდა MTV-ზე, BBC-ზე და Vogue-ზე
ფესტივალი საქველმოქმედო ფონდის „Societe Anonyme”-ის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები