კიევში დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

   კიევში ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს დახმარებისთვის 445-მა დაზარალებულმა მიმართა, რომელთაგან 287 ჰოსპილაზირებულია. დაზარალებულთა შორის 88 სამართალდამცავია, 6 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი, 4 – 18-წლამდე ახალგაზრდა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაცია 18 თებერვლის 10:20 საათიდან 20 თებერვლის 06:00 საათამდე მონაცემებს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები