ვანში დასუფთავების აქცია გაიმართა
ვანის მუნიციპალიტეტი დასუფთავების საყოველთაო აქციას შეურთდა, აქციაში ყველა სამსახურისა და ა(ა) იპ-ების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
სანაპიროს ქუჩასთან ერთად,საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა გივი ყიფიანის სახელობის პარკი (მშვიდობის გორა), საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, ვანის ცენტრალური სტადიონი, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმების მიმდებარე ტერიტორია.
მსგავსი აქციები არ არის ერთჯერადი, ასეთი აქტივობები ვანის მუნიციპალიტეტში, როგორც მთელს საქართველოში წელიწადის სხვადასხვა დროს ჩატარდება.