უკრაინაში დღეს გლოვის დღეა

   პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. დღეს არ იმუშავებს სხვადასხვა გასართობი ობიექტი, საბავშვო ბაღი და რიგი საჯარო სამსახურები. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 28-ს აღწევს. არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია 800 ადამიანი, აქედან 400 მათგანი სამართალდამცავია. ვითარება მაიდანზე ამ დროისთვის უცვლელია. საბურავებით დანთებული ცეცხლი კვლავ ანთია. ამით დემონსტრანტები “ბერკუტისგან” თავს იცავენ. მოედანზე რჩებიან როგორც ოპოზიციის აქტივისტები, ასევე სამართალდამცველები. ღამის განმავლობაში მილიციის მხარეს დემონსტრანტებმა რამდენჯერმე ქვები ისროლეს, თუმცა მათ ქმედებებს პასუხი არ მოჰყოლია. დემონსტრანტებმა დაიკავეს კონსერვატორია, ფოსტის მთავარი ოფისი, ასევე რამდენიმე მაღაზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები