ქვეითის უფლებები და საფრთხე – „ევროპის სახლში“ ფილმის პრეზენტაცია და კონფერენცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
„ევროპის სახლში“ ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია და ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ასევე ხელი მოეწერა საგზაო უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმს.
კონფერენცი ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ“- უზრუნველყო.
პრეზენტაციის ფარგლებში ქვეითებზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩევენება მოეწყო. ფილმი სწორედ პორტალმა “კვირამ” გადაიღო.
პრეზენდაციის დეტალებსა და ღონისძიების მნიშვნელობაზე “კვირას“ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ესაუბრა.
მისი განმარტებით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისა და მთავრობის ყურადღების მიქცევა ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის ქვეითის უფლებები. ასევე, მოქალაქეებისათვის იმის შეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ავტოკატასტროფით გამოწვეული ფატალური შედეგები.
“კონფერენციაზე პორტალ “კვირას“ მიერ ქვეითების თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც გაიმართა. ფილმმა ღონისძიების დამსწრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი შეფასებით, ფილმში აქცენტები სწორად და ეფექტურად იყო დასმული. ასევე მედია, კერძო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ხელი მოეწერა საგზაო უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმს“,-განუცხადა „კვირას“ ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, ესტონური ორგანიზაცია “TrafficProf” – ის წარმომადგენლებმა სპეციაულური შუქამრეკლები წარმოადგინეს , რომელებიც მძღოლებს განსაკუთრებით ღამის საათებში ქვეითად მოსიარულეების უკეთ შემჩნევაში და ავარიის თავიდან აცილებაში დაეხმარებათ.
“შუქამრეკლებს გულსაბნევის ფორმა აქვთ, მათი გამოყენება ევროპირს არაერთ ქვეყანაში კანონმდებლობით არის განსაზღვრული და ძალიან ეფექტურია. ორგანიზაცია “TrafficProf-ის წარმომადგენლები სკოლებში მოსაწვალეებს საგაზოა უსაფრთხოების თემატიკაზე გაკვეთილებსაც ჩაუტარებენ რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია“-აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს, საქართველოს ალიანსის, ესტონური– “TrafficProf-ის ის წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და მერიის წარმომადგენლების.
ასევე შვედეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების სამეფოსა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=jd8tyz-8OwE” width=”560″ height=”315″]