შსს-ს სპორტული კლუბის წევრი დავით ქაჯაია წლის მრბოლელი გახდა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის ავტომრბოლელმა დავით ქაჯაიამ BMW club Georgia-სა და Sound Group-ის მიერ ორგანიზებულ წლის შემაჯამებელ საღამოზე საუკეთესო მრბოლელის ტიტული მოიპოვა.
უწყების ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ.
“მათე მოტორსის” პავილიონში მისულ ავტომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ შსს-ს სპორტული კლუბის ავტომობილები Legends და Formula Alfa დაეთვალიერებინათ.
ასევე დაჯილდოებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში არსებული საუკეთესო სპორტული ავტომობილები, სუპერქარები და მოტოციკლეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები