დავით სერგეენკო საზოგადოების წევრებს ცე ჰეპატიტის სამურნალო მედიკამენტის შესახებ ესაუბრა

  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამედიცინო, არასამთავრობო და საზოგადოების სხვა წევრებს შეხვდა და ცე ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ შესახებ ესაუბრა.
სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება, მისი მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება.
მისი მეშვეობით, ცე ჰეპატიტის, როგორც დაავადების სრულიად აღმოფხვრა იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ პროექტით მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფენის წარმომადგენელისთვის.
დაავადების სადიაგნოსტიკო ხარჯები კი თანაგადახდას დაექვემდებარება და ის სოციალური სტატუსის მიხედვით განისაზღრება.
შეხვედრაზე მინისტრმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები