სამეგრელოში, 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სამეგრელოში, ინგირი-შამგონას 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირს შამგონასთან და რაიონულ ცენტრთან აკავშირებს.
რეაბილიტაციამდე ინგირი–შამგონას საავტომობილო გზა ამორტიზებული იყო, რაც გაადგილებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა.
გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, სადრენაჟე არხები, ტროტუარები, ასევე განხორციელდა საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 60 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდა.
ინგირი-შამგონას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, 5000–მდე მოსახლე გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს.