დავით ნარმანია: ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას
ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას.
მისი თქმით, ყველა ადამიანს და პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში.
„ჩვენი ხელისუფლება პატივს სცემს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და თითოეულ ადამიანს, თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი იმ წესებისა და ნორმების ფარგლებში, რომელიც არის დადგენილი მოქმედი კანონმდებლობით. ჩვენ მივიღეთ შეტყობინება აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით და ის, რაც ჩვენს ხელთ არის ადმინისტრაციული მექანიზმები ამ მექანიზმების გამოყენებით რასაკვირველია ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია დაიწყება.