“შაბათობა“ იმერეთში (ფოტოკოლაჟი)
იმერეთში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, აქციაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. დღესვე, ნარჩენებისგან გაიწმინდება იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის სკვერები, ქუჩები და ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიები.
“მსგავსი ხასიათის აქციები არ არის ერთჯერადი, პრემიერის ინიციატივით, ასეთი აქტივობები იმერეთის რეგიონში ისევე, როგორც მთელს საქართველოში, წელიწადის სხვადასხვა დროს პერმანენტულად ჩატარდება. დასუფთავების აქციის მიზანს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს“-აცხადებენ იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში.