დერვიშების წარმოდგენა გაიმართება

14 ნოემბერს თურქეთის კულტურის დღეების ფარგლებში ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში, მსოფლიოში ცნობილი სტამბოლის ისტორიული თურქული მუსიკის ანსაბლის შესრულებით, დერვიშების წარმოდგენა გაიმართება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის კულტურის დღეები 20 ოქტომბრიდან იმართება და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. კულტურის დღეების ორგანიზატორები არიან თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები