საქართველოში ცნობილი იტალიელი შემსრულებელი DJ Dusty Kid-ი დაუკრავს

კლუბი „ფორმულა 51“ კიდევ ერთ სიურპრზს უმზადებს მსმენელს. 15 ნოემბერს საქართველოში ცნობილი იტალიელი მუსიკოსი DJ Dusty Kid დაუკრავს. იტალიელ შემსრულებელთან ერთდ მსმენელს ქართველი მუსიკოსები: Vako T; Lasha Craft; Dimitri Funky და Rezi D გაუმასპინძლდებიან.
ბილეთები იყიდება ვებგვერდზე: biletebi.ge http://bit.ly ბილეთის ფასი ღონისძიების დღემდე 20 ლარი იქნება, ხოლო ღონისძიების დღეს 25 ლარი.
Dusty Kid პაოლო ალბერტო ლოდე დაიბადა კუნძულ სარდინიაზე. მომავალი DJ ბავშვობიდანვე მუსიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებული. 10 წლის ასაკში დაეუფლა ფორტეპიანოს და ისწავლა ვიოლინოზე დაკვრა. დაიწყო სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის სინთეზი. პირველი სინგლი I Found A Reason 18 წლისამ გამოსცა, რის შემდეგაც გამოუშვა კიდევ რამდენიმე ცნობილი ნამუშევარი.
პირველი ოფიციალური სინგლი The Summer of Love 2003 წელს გამოუშვა. ეს იყო მისი პირველი ოფიციალური ნამუშევარი ახალი ფსევდონიმით: Dusty Kid. 2004 წელს შექმნა საკუთარი პროექტი DJ Andrea Ferlin-თან ერთად, რის შემდეგაც მიიპყრო მსოფლიოში ცნობილი დიჯეების და ჩამწერი სტუდიების ყურადღება. ამის შემდეგ ჩაწერა რემიქსები ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორიც არიან : Armand Van Helden, Robyn, Bookashade და ლეგენდარული Moby და Pet Shop Boys.
2013 წელს კი კარიერის 10 წლის თავზე ჩაწერა მესამე ალბომი, რომელიც მსმენელისთვის მადლობის გადახდის ნიშნად უფასოდ გამოსცა.
პროექტი „ფორმულა 51“ საუკეთესო საშუალებაა ქართველი მელომანებისთვის და შემსრულებლებისთვის დასავლურ მუსიკალურ სივრცესთან დასაახლოებლად. პერიოდულად პროექტის ფარგლებში იგეგმება უცხოელი პროდიუსერების, მუსიკოსების, პრომოუტერებისა და საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლების საინფორმაციო – საგანმანათლებლო ვორქშოფები და მასტერკალასები, ცოცხალი ინტერაქცია, რომელიც როგორც პროფესიულად დაინტერესებულ პერსონებს, ასევე, მუსიკის მოყვარულებს მიაწვდიან ინფორმაციას თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ტრენდების და ტენდენციების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები