მიხეილ გიორგაძე სპექტაკლ „გურჯი ხათუნის“ პრემიერას დაესწრება

14 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსთაველის თეატრში სპექტაკლ „გურჯის ხათუნი“ პრემიერას დაესწრება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ერთმოქმედებიანი თანამედროვე ბალეტი დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ დადგა. ბალეტი ცნობილი ქორეოგრაფისა და პედაგოგის გიორგი ალექსიძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება.
24 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დრამატურგის, ქორეოგრაფის, მხატვრისა და კომპოზიტორის ერთობლიობით თანამედროვე საავტორო ქართული ბალეტი იქმნება.
ახალი საბალეტო დადგმის იდეა, დათო ტურაშვილის ისტორიულ რომანთან არის დაკავშირებული და თამარ მეფის შვილიშვილს, გურჯი-ხათუნს ეძღვნება, რომელიც ცამეტი წლის ასაკში რუმის, იგივე კონიის სულთანზე გაათხოვეს. კონიის ქართველი დედოფალი გასაოცარი სილამაზის, სათნოების, სიკეთისა და სიბრძნის გამო ყველამ შეიყვარა. გურჯი ხათუნის სახელობის ქუჩა კონიაში დღემდე არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები