თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი „ტრავიატას“ წარმოადგენს

14 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატას“ წარმოადგენს.
ვერდის უკვდავი ოპერა „ტრავიატა“ თბილისში 1858 წლიდან იდგმება. იგი მრავალი გამოჩენილი ქართველი მომღერლის რეპერტუარშია.
„ტრავიატას“ საკონცერტო შესრულებაში მონაწილეობენ ოპერის თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე, ნატალია ვოლჩენკო, მანანა იორდანიშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ზურაბ იაშვილი, თეიმურაზ ახობაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ლევან მაკარიძე. ოპერის თეატრის გუნდს და ორკესტრს თეატრის საპატიო დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. ამავე შემადგენლობით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ტრავიატა“ 2009 წლის 29 მარტს შესრულდა.
3 დეკემბერს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი რ. ლეონკავალოს „ჯამბაზებს“ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები