პროექტის „გაცოცხლებული ქალაქი: ბავშვების თვალით დანახული თბილისი“ ფარგლებში გამოფენა გაიმართება

15 ნოემბერს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ ევროპის მოხალისეთა სერვისის ორგანიზებით, კიდევ ერთი პროექტი – გამოფენა „გაცოცხლებული ქალაქი: ბავშვების თვალით დანახული თბილისი“ მოეწყობა.
გამოფენას ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა უმასპინძლებს.
პროექტში მონაწილე ბავშვები სრულად წარმოადგენენ მათ მიერ წარმატებით განხორციელებულ იდეებსა და ნამუშევრებს. პროექტის ფარგლებში, რომელიც ერთი თვე მიმდინარეობდა, აფხაზეთის მე-3 და თბილისის 149-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვორქშოფები ჩაუტარდათ. შედეგად მონაწილეებმა შექმნეს ხელოვნების ნიმუშები, რომლის საშუალებითაც მათი თვალით დანახული თბილისი წარმოადგინეს. სხვადასხვა მასალებით ბავშვებმა შექმნეს თბილისის რუკა, ქართლის დედის სურათები, შოთა რუსთაველის პოემის ვიდეორგოლები და სხვა.
„არტ–პროექტი „გაცოცხლებული ქალაქი: ბავშვების თვალით დანახული თბილისი“ 10 ოქტომბერს დაიწყო და ყოველ პარასკევს ბავშვთა სურათების გალერეაში მიმდინარეობდა. ბავშვებმა გამოსცადეს საკუთარი თავი და გაიუმჯობესეს როგორც კრეატიული, ასევე სოციალური უნარ-ჩვევები. მათ თავიდან აღმოაჩინეს თბილისი და შედეგად შექმნეს ხელოვნების არაჩვეულებრივი ნიმუშები, რომელთა დახმარებითაც ისინი საკუთარი წარმოსახვის საშუალებით დანახულ თბილისს გაგვაცნობენ“, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.
პროექტში, რომლის პარტნიორები არიან კომპანია „ბორჯომი“ და ფრანგული ინსტიტუტი, ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ წევრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული უცხოელი მოხალისეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები