თბილისისა და ნანტის მეგობრობის 35 წლისთავი წიგნის პრეზენტაციითა და გამოფენით აღინიშნება

თბილისისა და საფრანგეთის ქალაქ ნანტის დაძმობილების 35 წლისთავის თარიღი წიგნის პრეზენტაციითა და გამოფენით აღინიშნება.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, 20 ნოემბერს „თბილისის ევროპის სახლში“ ორ ქალაქს შორის ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად, თბილისის მერიის ინიციატივით შეიქმნა ნანტისა და თბილისის 35-წლიანი ურთიერთობების ამსახველი წიგნი-ალბომი.
გარდა ამისა, გაიხსნება ნანტელი ესეისტი ხელოვანის ჟერარ ორეის გამოფენა „მოგზაურობით გარდასახულნი», რომელიც სამმხრივი დაძმობილების ფარგლებში 2013 წელს გაიმართა ქალაქ ნანტში და ზაარბრიუკენში.
ნანტელმა ესეისტმა ხელოვანმა ჟერარ ორეიმ, ნანტისა და ზაარბიუკენის რკინიგზის სადგურებში, ასევე თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრების ფეხსაცმლიდან აიღო მტვერი, რომელიც დათესა ლაბორატორიაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ აღმოცენდა სხვადასხვა სახის მცენარეები და ხავსები. ჟერარ ორეი ვიდეოფირებსა და ფოტოებზე აღბეჭდავდა მცენარეების ზრდის პროცესს, ასე წარმოიშვა „მოგზაურობით გარდასახულნი“ ორიგინალური ფლორა, რომელზეც, ხელოვანის წარმოსახვაში, ამ თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრის მიერ ჩამოტანილი, უკვე სხვაგვარად გარდასახული პეიზაჟის ელფერია აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები