ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ გამოსაცემად სარეზერვო ფონდიდან 139 950 ლარი გამოიყო

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წარმატებული ქართველი მხატვრების მონაწილეობით დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცემა.
პროექტისთვის: „სინთეზური ხელოვნება-მხატვრის წიგნი: „ვეფხისტყაოსანი“ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 139 950 ლარი გამოიყო.
კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტში ჩაერთვებიან წარმატებული ქართველი მხატვრები, რომელთა ვინაობა სრულად ცნობილი არაა. მხატვრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუმცა ცნობილია, რომ ერთ-ერთი მხატვარი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ახალ გამოცემას დაასურათებს, არის გოგი ალექსი-მესხიშვილი. კულტურის სამინისტროს განმარტებით, „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა სხვა გამოცემებისგან განსხვავებული იქნება და მასში ერთმანეთთან შერწყმული იქნება ილუსტაცია და ტექსტი.
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა არ გაიყიდება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაფინანსებული. იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები