ხელოვნების სასახლეში გამოფენა „ქართველები პირველ მსოფლიო ომში!“ გაიმართება

15 ნოემბერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „ქართველები პირველ მსოფლიო ომში!“ გაიმართება.
ხელოვნების სასახლეში ექსპოზიციაზე წარმოდგენილოი იქნება უნიკალური ფოტოები – ქართველების გმირობა სხვადასხვა ფრონტზე. კონსტანტინე აფხაზი (1867-1923) – ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1919), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918). პირველი მსოფლიო ომის წლებში სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას და ნიკოლოზ მეორე თბილისში დიდების ტაძარში და სხვა.
ასევე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია. კატალოგში შესულია 150-ზე მეტი უნიკალური ფოტო, ქართველების გმირობა სხვადასხვა ფრონტზე, სულისშემძვრელი ისტორიები და დაუვიწყარი თავგადასავლები. აღნიშნული გამოცემა და გამოფენა დაფინანსებულია მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გელოვანის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები