საქველმოქმედო გუდამაყრული პოეზიის საღამო გაიმართება

15 ნოემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) საქველმოქმედო გუდამაყრული პოეზიის საღამო გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმასი ჩოხელი, ფოლკლორული ანსამბლები და საზოგადოების წარმომადგენლები. საღამოზე წაკითხული იქნება გოდერძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსები.
შემოქმედების დარგში მოღვაწე ცნობად სახეებს გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ. შეგროვდება მხატვრული ლიტერატურის წიგნები და საჭირო საკანცელარიო ნივთები გუდამაყრის სასკოლო ბიბლიოთეკისათვის.
გუდამაყრელი მოსწავლეების დასახმარებლად საჭირო ნივთები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის იმ დარბაზში შეგროვდება,სადაც ფილმების ჩვენება იმართება ხოლმე.
საღამოს მსვლელობისას იდგმება შესაწირი ყუთი. შეგროვილი თანხა გუდამაყრის სკოლის მოსწავლეების სასწავლო პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები