იუნესკოს ექსპერტები სამთავრობო სტრუქტურების და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდებიან

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იუნესკოს ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მიიღებენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს ინფორმაციით, იკომოსისა და იკრომის ექსპერტების ჯოზეფ კინგისა და ალკივიადეს პრეპისის საქართველოში მისიის შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი ანგარიშს მოამზადებს.
ანგარიშის მიხედვით 2015 წლის ივნისში, ბონში (გერმანია) დაგეგმილ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სხდომაზე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება, მცხეთის ისტორიული ქალაქის საფრთხის ქვეშ არსებული ძეგლის სტატუსის შესახებ, კიდევ ერთხელ იქნება განხილული. იუნესკოს ექსპერტები სამუშაო ვიზიტით საქართველოს 11 ნოემბერს ეწვივნენ. ისინი 11-15 ნოემბერს იუნესკოში დაცული მცხეთის ისტორიული ძეგლების მონიტორინგს განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები