დავითა გაბუნიას ლექცია „ასტრიდ ლინდგრენის სამყარო“ გაიმართება

14 ნოემბერს ასტრიდ ლინდგრენის 107-ე დაბადების დღეა. ასტრიდ ლინდგრენი ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მწერალია. მის წიგნებზე არანაკლებ საინტერესოა მწერლის ცხოვრება. ლინდგრენის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წიგნის მაღაზია
„დიოგენეში“დრამატურგი და მთარგმნელი დათო გაბუნია ისაუბრებს. ამ ლექციით იხსნება ლიტერატურული შეხვედრების ციკლი „ლექციები ლიტერატურაზე“. პროექტის ორგანიზატორები არიან: „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები