მწერალთა სახლში დისკუსია გაიმართება

დღეს მწერალთა სახლში, მწერალთა სახლის და UNICEF- ის ერთობლივი საჯარო დისკუსია „მწერლები უკეთესი განათლებისათვის“ გაიმართება.
2014 წლის ნოემბერში საერთაშორისო საზოგადოება ბავშვის უფლებათა კონვენციის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვთა განათლებაა. მწერალთა სახლი ამ მოვლენას სწორედ ამ დისკუსიით ეხმიანება. მწერალთა სახლში მოწვეულნი არიან მწერლები და ყველა მსურველი, ვისაც სურს იფიქროს და ისაუბროს დღეისთვის არსებული განათლების პრობლემებზე; თუ რა როლი ეკისრება ლიტერატურას, მწერლობას და კონკრეტულ მწერლებს განათლების სექტორსა თუ სასწავლო პროცესში, რა და როგორ შეიძლება გააკეთოს მწერლობამ და ლიტერატურამ ისე, რომ მეტ-ნაკლებად გადაილახოს სწავლების არაკვალიფიციური სტრატეგია და არასათანადო მეთოდები.
როგორც კვლევები აჩვენებს: საქართველოში 15 წლის ასაკის მოსწავლეთა ორი მესამედი, ანუ 62% ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი და დიანა ანფიმიადი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები