„თი-ბი-სი“ გალერეაში მუსიკალური ვიდეოპროექტის პრეზენტაცია გაიმართება

დღეს „თი-ბი-სი“ გალერეაში თოკა კაკაბაძისა და გიორგი ზაალიშვილის პირველი მუსიკალური ვიდეოპროექტის „PLAY“ პერფორმირებული პრეზენტაცია გაიმართება. „Deep House“-ის სტილში შექმნილ კომპოზიციაში რეჟისორმა გიგა კიტიამ მხატვრულ-დოკუმენტური სიუჟეტური თხრობა გამოიყენა. ვიდეომასალის დრამატული სიუჟეტი სოციალურია და იგი ერთი მუსიკოსის რთულ ოჯახურ გარემოს აღწერს, სადაც მოვლენები წარსულსა და აწმყოში პარალელურად ვითარდება.
სამსახიობო გუნდს გიორგი გრძელიძე, მანანა გურგენიძე, თოკა კაკაბაძე და ოთხი წლის დემეტრე მაჩაიძე წარმოადგენენ.
კლიპის პრეზენტაციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინიციატივით გაიმართება დისკუსია-პერფორმანსი, სადაც მხოლოდ მამაკაცები მიიღებენ მონაწილეობას, ისინი ოჯახში ძალადობის მიზეზებს და მათი აღმოფხვრის საკითხში თითოეული მოქალაქის როლს განიხილავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2012 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები