კულტურის მინისტრის საჩუქარი კახეთის რეგიონს

 

     13 ნოემბერს თელავში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, „რეგიონების აღჭურვის პროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო-სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემს.
მინისტრი თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ერთი კვირის წინ, ერეკლეობის დღესასწაულზე შეპირებულ ჩელოებს გადასცემს, რომელიც ჩელოს ახალშექმნილ კლასს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება.
„რეგიონების აღჭურვის პროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის ხუთ ფოლკლორულ ანსამბლს გადაეცემა სხვადასხვა სახეობის 40 ხალხური საკრავი, თელავის მე-2 სამუსიკო სკოლა კი საჩუქრად კლასიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიიღებს. დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და ახმეტის კულტურის ცენტრთან არსებულ საესტრადო ანსამბლებს საესტრადო მუსიკალური ინსტრუმენტები და აუდიოაპარატურა გადაეცემათ. აუდიომუსიკალურ აპარატურას მიიღებს დუისის კულტურის სახლიც.
ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტებით წლის ბოლომდე აღიჭურვება სულ 23 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის 27 ფოლკლორული ანსამბლი. საესტრადო და კლასიკური მუსიკალური საკრავები, აგრეთვე მუსიკალური და ტექნიკური აპარატურა გადაეცემა 13 ქალაქის და მუნიციპალიტეტის 16 სამუსიკო-სახელოვნებო სკოლას, რვა მუნიციპალიტეტის რვა საესტრადო მუსიკალურ ჯგუფს და ორი მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები