პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთში დაიწყო (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასტანას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდება. დაგეგმილია ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერები – ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმყოფებიან.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vYa3Ou51lEE” width=”560″ height=”315″]