„ქართული ოცნების“ შეხვედრა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ შეხვედრა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა, რომელზეც კოალიციის წევრებს მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგი უნდა შეეთანხმებინათ, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ხმაური „განათლების შესახებ“ კანონში შესატანმა ცვლილებებმა გამოიწვია. დაპირისპირება კიღურაძის ინიციატივას მოჰყვა. თავად ივანე კიღურაძემ ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მედიასთან განმარტება გააკეთა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
“საუბარი ეხებოდა იმ კანონს, რომელიც შემოტანილია თსუ-ს რექტორის და მისი თანაგუნდელის ინიციატივით. ეს ეხება სტუდენტებზე გარკვეული დახმარებების გაცემის უფლების მიცემას იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ დანაზოგი. ამ კანონთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ემხრობა, ნაწილი არ ემხრობა“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები