„ჯარში მოწამვლები არ ხდება, ეს სერიოზული „ჩეპეა“

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ, საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტებზე ისაუბრა. ყოფილი მინისტრის განცხადებით, ჯარში მოწამვლის ფაქტები სერიოზული „ჩეპეა“.
„ ჯარში მოწამვლები არ ხდება, ეს სერიოზული „ჩეპეა“. ჩემი მინისტრობის დროს სულ რამდენიმე მოწამვლის შემთხვევა იყო, ეს მასობრივად არასოდეს მომხდარა. მე ჯარის კვების დღევანდელ სისტემას არ ვიცნობ, ჩვენს დროს პროდუქტის შეძენა ხდებოდა და მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ თვითონ სამხედრო ნაწილებში მზადდებოდა საკვები და მოწამვლა გამორიცხული იყო. გამოძიება დაადგენს, იყო ეს სამსახურებრივი გულგრილობა, საბოტაჟი თუ მიმწოდებელი კომპანიის ბრალი“, – განაცხადა დავით თევზაძემ. თევზაძემ თავადაცვის სამინისტროში განხორციელებული ტენდერების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, არ არის სწორი, როდესაც მინისტრი ყველა ტენდერის საქმის კურსშია, რადგან ეს მის მოვალეობაში არ შედის.
„ალასანია არ უნდა ყოფილიყო ტენდერების საქმის კურსში. მაშინ რად უნდოდა ის ადამიანები, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებულები. მას ამ საქმეში არაფერი ესაქმებოდა“,- განაცხადა დავით თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები