„ალასანია რომ არ მოეხსნათ, მისი შემდგომი ნაბიჯები გაუთვლელი იქნებოდა“

„ირაკლი ალასანია აუცილებლად უნდა მოეხსნა ღარიბაშვილს, რადგან მისი შემდეგი ნაბიჯი უკვე გაუთვლელი იქნებოდა“, – აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ, საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თევზაძის განმარტებით, ალასანიამ იმ პოლიტიკური განცხადებით, როგორც მან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების დაკავება შეაფასა, ასევე თავისი პოლიტიკური ხედვაც გააპიარა. ყოფილმა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ალასანია ავანტიურაზე წასულიყო და სამხედრო გადატრიალება მოეწყო.
„ირაკლი ალასანია ღარიბაშვილს უნდა მოეხსნა. განცხადების შემდგომი ნაბიჯი უკვე გაუთვლელი იქნებოდა. ირაკლი ალასანია შესაძლოა, ავანტიურაზე წასულიყო და სამხედრო გადატრიალება მოეწყო. ირაკლი ღარიბაშვილი კი, როგორც პრემიერი, ვალდებული იყო, ამაზე ეფიქრა და ეს საფრთხე გაეთვალა. ალასანიამ იმ განცხადებით, რომელიც მისი თანამშრომლების დაკავების შემდეგ გააკეთა, თავისი პოლიტიკური ხედვა გააპიარა და მთავრობას ხალხის ნების წინააღმდეგ კურსის შეცვლაში დასდო ბრალი“, – განაცხადა დავით თევზაძემ.
ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. ალასანია რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები