ნათია ფანჯიკიძე: ამდენჯერ ერთად, წყნარად არ გვისაუზმია და არ გვივახშმია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლის ნათია ფანჯიკიძის განცხადებით, თავდაცვის უწყების დაკავებულ მაღალჩინოსანთა ადვოკატებს, მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმის მასალები ამ დრომდე არ უნახავთ. ამის შესახებ ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გულწრფელად რომ ვთქვა, რაც პირველ დღეს აღმომხდა, ვაშა თავისუფლებას-თქო, ახლა კიდევ უფრო კმაყოფილი ვარ, – ამდენჯერ ერთად, წყნარად არ გვისაუზმია და არ გვივახშმია, (სადილი მაინც არ გამოგვდის), რაღაც გემრიელობაა ასეთი რიტმი. მაგრამ, ასევე გულწრფელად, შეურაცხყოფის გრძნობა მაწუხებს პერიოდულად. და მინდა იცოდეთ (ვისაც აინტერესებს) , დაკავებულების ადვოკატებს ამ დრომდე არ უნახავთ საქმის მასალები. განსაკუთრებული ანალიტიკური გონება არ სჭირდება ამ ფაქტის აღქმას”, წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები