ივანე კიღურაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა დატოვა – ხმაური პარლამენტში

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა და იგი დროზე ადრე განთლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით კიღურაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პარლამენტის ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და მისი რამდენიმე თანაგუნდელის ინიციატივამ გამოიწვია, რომელზეც კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში გადადიდო. ინიციატივა უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორებისთვის, რომლებიც დღეს უმუშევრები არიან, ყოველთვიური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. განმარტება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკიმაც. მისი განმარტებით, კიღურაძეს კონკრეტული სიტყვა არ მოეწონა, რომელიც თემასთან კავშირში არ იყო, თუმცა, რამ გამოიწვია ზუტად კომიტეტის თავმჯდომარის გაღიზიანება, ვოლსკიმ არ დააკონკრეტა. სხდომა პარლამენტში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები