ირაკლი ღარიბაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგორდს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყანის ურთიერთობების ძირითადი ასპექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დღეს ხელი მოეწერება “საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებას, ასევე საქართველოს მთავრობასა და დანიის მთავრობას შორის გაფორმდება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დანიის დახმარება ადამიანთა უფლებების დაცვის, დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარების, მედიის თავისუფლების მხარდაჭერისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები