სალომე ზურაბიშვილი – “მოღალატე” და “სიტყვის გამტეხი” ბერუჩაშვილი

“მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი”… ბერუჩაშვილი ამით არის ცნობილი დღეს” – ასე ეხმაურება „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას. სალომე ზურაბიშვილი ახალ მინისტრს წარსულს ახსენებს, რომელიც თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილების შეცვლასთან დააფიქსირა. „თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნაზე არაფერს დავწერდი და კომენტარს არ გავაკეთებდი, როგორც არასოდეს გამიკეთებია მის წინამორბედზე, რამეთუ ეს სცილდება კორექტულობას და ყოფილმა მინისტრმა თავისი კოლეგები არ უნდა განსაჯოს… მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავაკეთო კომენტარი არა პირადად ახალ მინისტრზე – რა ჩემი საქმეა?- არამედ იმ უაღრესად დამამძიმებელ მოვლენაზე, რომელიც ეხება მისი დანიშვნის გარემოებებს: დანიშნულ იქნა ის, ვინც დღეს მოგვევლინება როგორც “მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი”… ბერუჩაშვილი იმით არის ცნობილი დღეს, რომ გუშინ გვაფრთხილებდა, კურსი შეიცვალაო და გადავდექიო, და მეორე დღეს გადათქვა სიტყვა! მე ვერ ვიტყვი, ამ ორი პოზიციიდან რომელი იყო სწორი – და ეს მისი გადასაწყვეტი იყო – მაგრამ ფაქტი, რომ ამის გამკეთებელი ადამიანი არის შერჩეული, ძალიან ბევრის მთქმელია: – ერთი ის, რომ გრძელდება ჩვენს ქვეყანაში მაგალითების გაქრობა… ახალგაზრდამ ვერ უნდა იყუროს რომელიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურისკენ და იფიქროს, ეს არის მაგალითი, რომელსაც გავყვები. და ქვეყანა უმაგალითოდ არის სიკვდილის პირას მისული ქვეყანა! – მეორე ეხება მმართველობის სტილს და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი – ბევრის შემდეგ (პლასტელინა, ბუღალტერი განათლების სამინისტროში, 28 წლის მარად შექებული “თალიბან მინისტრი”, და ასე შემდეგ) გადადგმული მთავრობის მარიონეტის თეატრად გარდაქმნისა. მეთოდი უკვე ჩამოყალიბებულია: მხოლოდ მართვადი, მხოლოდ უხერხემლო, მხოლოდ ის, ვინც წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და თავისი აზრი არ გააჩნია… ეს შერჩევის მეთოდი არ ახალია, ძველია … “ვისაც გააფუჭებ, შენია”…. ეს იმ დროს, როცა საქართველოს, როგორც არასოდეს, სჭირდება გამბედავი, შემოქმედი, მიზანმიმართული მთავრობა, რათა უსერიოზულეს დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდეს!!!!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები