შშმპ ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამსახურისა და კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით, 12 ნოემბერს, მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში შშმ ბავშვებისათვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
საქველმოქმედო აქციაზე ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „მაჩაბელას“ ხელმძღვანელი სპექტაკლს „ზღაპარეთის უჩვეულო ღამე“ წარმოადგენს, რომლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მამუკა ლომაშვილია. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ინიციატივას უერთდება აქცია: „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით”. ამ დღეს შშმ ბავშვები და მათი ოჯახები საჩუქრებს და ამანათებს მიიღებენ.