გამოფენა სახელწოდებით: „რიყის ქვა, სიმდიდრე, განძი, ნაგავი“…

12 ნოემბერს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით: „რიყის ქვა, სიმდიდრე, განძი, ნაგავი“. გამოფენა არტისტერიუმის ფარგლებში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
„რიყის ქვა, სიმდიდრე, განძი, ნაგავი“ – ამერიკელი მხატვრებისა და დიზაინერების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სამომხმარებლო კულტურის საზიანო გავლენის კვლევას, კრიტიკასა და შემცირების მცდელობას, ასევე „მწვანე ცხოვრების წესის“ პოპულარიზაციას.
„არტისტერიუმი“ 7 ნოემბერს გაიხსნა და 10 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს სხვადასხვა ხასიათის პერსონალური, მხატვრული, ფილოსოფიური, სოციო-პოლიტიკური თუ ეკოლოგიური პრობლემატიკის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს სთავაზობს. „არტისტერიუმი“ 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები