საჯაია ბერუჩაშვილზე: უპრინციპო ადამიანმა ხალხის მიერ არჩეული პრინციპი როგორ უნდა დაიცვას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ქვეყნის საგარეო პოლიტიკას უხელმძღვანელებს “პიროვნება”, რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს, მაგრამ თანამდებობის გამო კურსის ცვლილება მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს… მოკლედ, უპრინციპო ადამიანმა ხალხის მიერ არჩეული პრინციპი როგორ უნდა დაიცვას, მე ამ ლოგიკას ვერასდროს გავიგებ!”, – წერს ფეისბუქზე მარიამ საჯაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები