თამარ ბერუჩაშვილის განმარტება საგარეო კურსზე – ემოციური და სოლიდარული გაუგებრობა…
ახლად დანიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი საგარეო კურსზე გაკეთებულ განცხადებას, რის შემდეგაც მან საგარეო საქმეთა სამინისტრო დროებით დატოვა, „ემოციურსა და სოლიდარულ გაუგებრობას” უწოდებს. მისი თქმით, ეჭვები კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა.
როგორც ბერუჩაშვილმა დღეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ნათლად უპასუხა მის შეკითხვებს.
“კურსი არის შეუქცევადი. ეს არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი. არც ერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადაუხვიოს. ჩემი ეჭვები რამდენიმე საათს გაგრძელდა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობა. პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა მკაფიოდ და ნათლად უპასუხეს ჩემს შეკითხვებს”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.