ზაქარეიშვილი: აფხაზებს ვთავაზობთ იმ სახელმწიფო მოწყობას, რაც არის ევროპაში

აფახაზებისთვის პრემიერის შეთავაზებზე, რომელიც ავტონომიას გულისხმობს, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, თბილისი სოხუმს ევროპული ტიპის ავტონომიას სთავაზობს.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამ სტატუსის ფარგლებში დაცული იქნება აფხაზების თვითმყოფადობა და სხვა უფლებები.
„ვთავაზობთ აფხაზებს იმ სახელმწიფო მოწყობას, რაც არის ევროპაში. ევროპაში არის მრავალფეროვანი, სხვადასხვა მოდელი, არ არსებობს იდენტური, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ევროპული მოდელი მაქსიმალურად არის მიმართული იდენტობის დაცვისკენ, ღირსებისა და მომავლის განვითარებისკენ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებასაც, სადაც ის თრუსის ხეობისა და ყაზბეგის რაიონის შეერთებაზე საუბრობდა. ზაქარეიშვილის თქმით, კოკოითის ეს განცხადება არასერიოზულია.
„არ ვთვლი საჭიროდ, რომ რიგითი მოქალაქის აბსურდულ იდეებზე მოხდეს რეგირება. ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორია დაცულია, არავითარი საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები