პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრა დაასრულა

2015 წელს პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება და 1-ელი სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ფინანსთა მინისტრისგან 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტის შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები