აჭარის უმაღლესი საბჭოს ორმა დეპუტატმა „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორმა წევრმა კოალიცია დატოვა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. სულხან ღლონტისა და თემურ კახიძის კოალიციის დატოვების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს ავთანდილ ბერიძემ გააცნო.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარესთან სულხან ღლონტთან სატელეფონო საუბრის შინაარსი გააცნო. ავთანდილ ბერიძის განცხადებით, სულხან ღლონტმა აცნობა, რომ ფრაქციის ორმა წევრმა – მან და თემურ კახიძემ დატოვეს კოალიცია, ხოლო ფრაქციის მესამე წევრი – ანზორ თხილაიშვილი თავისი პოზიციისა და გადაწყვეტილების შესახებ თავად გააკეთებს განცხადებას. აღნიშნული ინფორმაცია თემურ კახიძემ ბიუროს სხდომაზევე დაადასტურა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xviYJdXC6bo#t=37″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები