დავით საყვარელიძეს თხოვნა აქვს – „მინდა გთხოვოთ 3 სატელეფონო ზარი“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით საყვარელიძე საზოგადოებას მიმართავს და სამი სატელეფონო ზარის განხორციელებას სთხოვს. საყვარელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ადრესატებს სთხოვონ, 15 ნომბრის აქციაზე მივიდნენ.
„მეგობრებო! ერთი თხოვნა-წინადადება მაქვს. ნუ დაიზარებთ. მინდა გთხოვოთ 3 სატელეფონო ზარი! მხოლოდ და მხოლოდ 3 ზარი თქვენს ყველაზე ახლო 3 ადამიანთან! სთხოვეთ, ნუ დაიზარებენ, 15 ნოემბერს, 3 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შემოუერთდნენ საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს! დიდი ეფექტი იქნება! მერწმუნეთ, 3 სატელეფონო ზარი!“, – წერს საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები